ახალი ამბები მთავარი სამართალი

ათენში ქართველი ქალი მე-5 სართულიდან გადმოხტა

როგორც სააგენტო „კვირა“ ავრცელებს, საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

41 წლის ნინო დ.-ძე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელიც ადასტურებს.

შემთხვევა 7 ივნისს, საღამოს მოხდა. საქართველოს მოქალაქე, რომელიც 1974 წელს არის დაბადებული, მე-5 სართულიდან გადმოხტა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავამყოფოში გადაიყვანა. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საბერძნეთის საკონსულო თბილისში, გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა. მზადდება ყველა საჭირო დოკუმენტაცია საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვების პროცედურისთვის. მათივე ინფორმაციით, ათენიდან ნინო დ.-ძის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს. საქართველოს მოქალაქის თვითმკვლელობის ფაქტზე ათენის სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.

kvira.ge

იტვირთბა....