aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გუშინ  წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კალაძეს აქვს ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერული თვისებები და გამოცდილება, რაც „ქართული ოცნებისათვის“ მნიშვნელოვანია.

„კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ, რაც თავისთავად საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ მისიას თავი ღირსეულად გაართვას.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ვიწყებთ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის, რომელშიც „ქართული ოცნება“ მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, სამართლიან მშვიდობიან გარემოში. ამ არჩევნებით საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახებთ, რომ დემოკრატიული პროცესები საქართველოში შეუქცევადია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

იტვირთბა....