ახალი ამბები მთავარი სამართალი

წყალტუბოში პოლიციის უფროსი დაჭრეს

წყალტობოში პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია დაჭრეს. შსს-ს ცნობით შემთხვევა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციის უფროსის გარდა დაჭრილია ერთ-ერთ საქმეში სავარაუდო ბრალდებულიც, რომელმაც რევაზ ქობულიას ცეცხლი პირველმა გაუხსნა.

„სამართალდამცველებმა სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და ადგილსამყოფელი დაადგინეს. ეჭვმიტანილმა, როდესაც ადგილზე მისული სამართალდამცველები დაინახა, ჯერ მიმალვა სცადა, შემდეგ კი პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაჭრილია წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია. საპასუხო სროლისას დაიჭრა თავად ეჭვმიტანილიც. ამ დროისთვის ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები“- განუცხადეს „მეტრონომს“ შსს-ში.

იტვირთბა....