ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მწრთვნელი ვინსენტე დელ ბოსკე განცხადებას აკეთებს.
“პირველ ტაიმში ჩვენი თამაში იყო პასიური და პროგნოზირებადი. შესვენების შემდეგ ინიესტას შესვლამ გუნდი გამოაცოცხლა. ჩვენ უკეთ ვაკონტროლებდით ბურთს, მაგრამ საბოლოო ფაზაში სიზუსტეები გვაკლდა. ქართველები თავს კარგად იცავდნენ. ჩვენ მარცხი არ უნდა ვიგლოვოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ…” – განაცხადა ბოსკემ.