ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„შენი სასახლიდან ერთი შუშა არ დარჩება მთელი“: ვინ და რატომ ემუქრება ივანიშვილს

 

„თუ ეცდები არჩევნების გაყალბების გზით დარჩე ხელისუფლებაში, მაშინ შენი სასახლიდან ერთი შუშა არ დარჩება მთელი“- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი ივანიშვილის ხელისუფლებას ხმას აღარ მისცემს.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ოთხ თვეში გააკეთებს ბრძნულ არჩევანს და ისტორიულ მოუსავლეთში გადაისვრის იმ ხელისუფლებას, რომელმაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ტრაგიზმად აქცია. რომელიც დღეს გამოდიოდა და გვპირდებოდა, რომ თურმე, 95 მანდატით შევა პარლამენტში.

მე შემიძლია, დავარწმუნო ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დირექტორი, თუ ბატონი, თუ რაც ქვია, 95 დეპუტატი კი არა, 50 და 40 დეპუტატიც კი რომ გაიყვანო ამის რესურსიც არ გაქვს. თუ ეცდები არჩევნების გაყალბების გზით დარჩე ხელისუფლებაში, მაშინ შენი სასახლიდან ერთი შუშა არ დარჩება მთელი. ამ რევოლუციას არ დასჭირდება არც ამერიკა, არც ბრაზილია, არც სინგაპური, არც პოლიტიკური პარტია და არც “რუსთავი 2″, ისე ამოუხვედი ხალხს ყელში”,- განაცხადა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....