საზოგადოება

„ხვალ გავიგებთ, თუ ამ შიმშილობამ შედეგი იქონია სიმსივნეზე”

 

გია მაისაშვილი 40-დღიანი შიმშილობის დასრულებამდე დღენახევრით ადრე სოციალურ ქსელში წერს:

“დღე ნახევარი დარჩა ამ ჯოჯოხეთის დამთავრებამდე და მეც დავმთავრდი უკვე. რა ბედნიერებაა, ვისაც ჭამა შეუძლია.

აი, ხვალ გვაქვს სანერვიულო დღე, ახლა მაცნობეს, რომ ხვალ 4 საათზე ორთაჭალაში ნიუ-ჰოსპიტალში დანიშნულია ტვინის სკანირება, ტომოგრაფია და გავიგებთ, თუ ამ შიმშილობამ შედეგი იქონია სიმსივნეზე. აქამდე არ მეშინოდა, ახლა კი ფეხები მიკანკალებს, თუმცა მეტი რაღა ვქნა, რაც იქნება იქნება, უბრალოდ ამ შიმშილობის დროს ოთხი წიგნი დავწერე და ერთი სული მაქვს, ეს შავი ვარიანტი გადავბეჭდო და გამოვცეთ. თან ჩემი დისშვილის ქორწილია ბათუმში 25-ში და ფორმაში მინდა მანამდე შესვლა, არ ჩავუშალო ქორწილი”.

იტვირთბა....