მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე, რეჟისორი განო მელითაური, გარდაცვლილ მეუღლესთან დაკავშირებით, სოციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:
“ყველა, ვინც კოტე თოლორდავაზე, რომელიც მთელმა საქართველომ დაიტირა, მირეკავს როგორც ცოცხალზე, მიყვება როგორ დაინახა ქუჩაში, ან რომ მასთან საუბარი უნდა და სასწრაფოდ დავალაპარაკო, რომ ონლაინ-კრედიტი ჰქონდა და მე ვმალავ და არ ვალაპარაკებ, რომ ჰქონდა ხილვა და ნამდვილად ცოცხალია, ყველა, როგორც ერთი, ხართ არაადამიანები!!!!
წარმოდგენა არ გაქვთ ადამიანურ ღირებულებებზე, განსაცდელზე, რომელსშიც ჩვენი ოჯახი იმყოფება, დანაკარგზე, რომელსაც სამყაროში ვერაფერი აგვინაზღაურებს და ტკივილებზე, რომელსაც ყოველდღიურად განვიცდით!
შეწყვიტეთ! რადგან თითოეული ასეთი ზარის შემდეგ დემორალიზებული და განადგურებული ვარ და მთელი თერთმეტთვიანი ძალისხმევა ცხოვრების გაგრძელება შევძლო, წყალში იყრება!”, – წერს განო.
შეგახსენებთ, რეჟისორის მეუღლე, მსახიობი კოტე თოლორდავა 2015 წლის 10 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა.