შსს-ს მაშველებმა სამდღიანი მცდელობის შემდეგ, ლაგოდეხის მთებში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ჩამოასვენეს.
შეგახსნებეთ, რომ სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ განახლდა, რაც მთაში ერთ-ერთმა მწყემსმა ცხედართან ერთად, ზურგჩანთა და იარაღი იპოვა. თუმცა უამინდობის გამო, ცხედრის ჩამოსვენება ვერ ხერხდებოდა.
მამაკაცის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი ხუთი თვის წინ გაუჩინარებული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.