ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა? – განათლების მინისტრობაზე წარდგენილი კანდიდატი და მასთან ინტერვიუ

ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე წარადგინა?

“მინდა წარმოგიდგინოთ სანდრო ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. ის იყო კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. ამის შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ ESM-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს “თავისუფალი უნივერსიტეტის” სახელით არის ცნობილი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ისე ინოვაციების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში – კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებებს. მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების და კადრების გადამზადების სფერო და ა.შ”, – ასე გააცნო საზოგადოებას ჯეჯელავა გიორგი კვირიკაშვილმა.

43 წლის ალექსანდრე ჯეჯელავა “მართვის აკადემიის” თავმჯდომარე და ლიდერ-ტრენერი გახლავთ. არის მათემატიკურ  მეცნიერებეთა მაგისტრი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და პროექტების მენეჯერი. პროექტების მენეჯმენტში 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

 

ასევე, აქვს 10-წლიანი გამოცდილება აკადემიურ სწავლებასა და პროფესიონალურ ტრენინგებში, რომლებიც მოიცავს: ლიდერობას, ზოგად და პროექტების მენეჯმენტს, საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტს, გაყიდვების მართვას, დროის მართვას, სტრატეგიულ მენეჯმენტს და ა.შ.

 

გთავაზობთ მის ძველ ინტერვიუს, რომელიც „თბილისი თაიმსში“ დაიბეჭდა:

„მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია მოკლედ?

– დავიბადე 1973 წელს. ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შემდეგ – კომაროვში, რომელიც 1990 წელს წარჩინების ოქროს მედლით დავამთავრე. იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთვარე 1995 წელს. 1991 წელს მუშაობა დავიწყე კომპიუტერულ კომპანია „კომპი–ში“, 1993 წელს გადავედი საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც  2000 წლამდე ვიმუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ „ინტელექტ ბანკში“ ვიმუშავე ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ.  ამ ბანკში პირველად ჩამბარდა მარკეტინგი, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი. 2002 წელს შევუერთდი კომპიუტერული კომპანია „UGT“-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შევიცვალე საქმიანობის მიმართულება. 2007 წელს გადავწყვიტე, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წავსულიყავი და ერთი დამსაქმებლისთვის აღარ მემუშავა. მქონდა რამოდენიმე პროექტი ყირგიზეთში, სასომხეთში, საქართველოში. ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი „თიბისი“ ბანკში იყო. 2008 წელს შემომთავაზეს „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამ ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით. 2010 წლის ბოლოს მე და ჩემმა პარტნიორებმა დავაფუძნეთ „მართვის აკადემია,“ რომელიც დღემდე ჩემი ძირითადი სამსახურია.

რას ემსახურებამართვის აკადემია“?

– „მართვის აკადემია“ არის ტრენინგ-ცენტრი მოქმედი მენეჯერთათვის. ჩვენ არ ვასწავლით სტუდენტებს, სამსახურის მაძიებლებს, რიგითებს არამედ მხოლოდ მოქმედ მენეჯერებს ვამზადებთ. ამიტომ, ტრენინგები ეხება მოქმედი მენეჯერებისთვის აქტუალურ თემებს, როგორიცაა: ზოგადი მენეჯმენტი, პროექტების მართვა, IT მენეჯმენტი, ადამიანური რესურსის მართვა, მოლაპარაკება, გაყიდვების და სერვისის მართვა და ა.შ. მე და ჩემმა პარტნიორებმა „მართვის აკადემია„ შევქმენით არა როგორც ბიზნესი, არამედ როგორც იდეის (მისიის) მომსახურე დაწესებულება. იდეა კი ძალიან მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანია – ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში კომერციულ,  სახელმწიფო,  არასამთავრობო და მედია სექტორებში მენეჯმენტის ხარისხი გაუმჯობესდეს. ჩვენ გვჯერა, რომ, თუ მენეჯმენტის ხარისხი გაუმჯობესდება, სხვა ყველაფერიც უკეთესობისაკენ წავა. მართვის აკადემიის 5  წლიანი მუშაობის განმავლობაში 3000–მდე მენეჯერი უკვე დაესწრო ჩვენ ტრენინგებს, რაც ძალიან კარგი დასაწყისია. Presentation1რაც შეეხება ვიდეო ტრეინინგებსა და სტატიებს, მათ ყოველთვიურად ათობით ათასი ადამიანი იყენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ქართული მენეჯმენტის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ.

 

გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?

– ოჯახს, რა თქმა უნდა, ცენტრალური ადგილი  უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. მინდა დავიწყო ჩემი მშობლებით, რომლებიც პროფესიონალი მასწავლებლები და მკვლევარები იყვნენ. მეც ბევრი ძიების შემდეგ, საბოლოოდ, მასწავლებლად და მკლევარად ჩამოვყალიბდი. ვფიქრობ, რომ ამის ერთ–ერთი მიზეზი მათი გავლენაა. მშობლები ჩემთვის ძალიან საპავტივცემულო და საინტერესო საქმეს ღირსეულად აკეთებდნენ და, ალბათ, ეს ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. ჩემი და – მაია მიქაშავიძე – მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი და პროფესორია. აშშ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ახლახანს დაბრუნდა საქართველოში. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ორივენი მშობლების კვალს გავყევით.

რაც შეეხება ჩემს საკუთარ ოჯახს, წელს გახდება 22 წელი, რაც მე და ნატო შევუღლდით. ისიც მართვის აკადემიაში მუშაობს. გვყავს ორი გოგონა, 20 და 12 წლის. უფროსი – მაკო თავისუფალ უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლობს. მანაც კომაროვის სკოლა დაამთავრა, ახლა წარმატებულია და მოსწონს, რასაც აკეთებს, ცალკე ცხოვრობს და ჩვენგან დამოუკიდებლად, ძალიან კარგად მიჰყავს თავისი საქმეები. ჩვენი ელენე შარშან გადავიდა კომაროვში და ძალიან კარგად სწავლობს. ojვნანობ, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ ჩემს შვილებსა და ოჯახს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცენტრალური, ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში სწორედ ჩემი ოჯახია.  მოტივაციას მიმაღლებს ის, რომ მათთვის მე უნდა ვიყო მაგალითი (და ასეთი კარგი ხალხისთვის რთულია უკეთესი მაგალითის ჩვენება). ვფიქრობ მშობლების მთავარი მოვალეობა შვილების აღზრდასთან ერთად, მათთვის კარგი მაგალითის ჩვენებაა. ჩვენ მშობლებსაც არ ჰქონდათ, ხშირად, საკმარისი დრო, მაგრამ პატიოსანი, წესიერი, განვითარებაზე ორიენტირებული ცხოვრების მაგალითი გვიჩვენეს.  ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებიც ასე გვხედავდნენ ჩვენ.

 

როგორ არჩევთ და აანალიზებთ ტრენინგების თემებს, რომელზეც აპირებთ მუშაობას?

 

– თემატიკას ვარჩევთ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, თავად არაფერს ვიგონებთ. მეც და ჩემს კოლეგებსაც, ძალიან ბევრი რამ  გვაინტერესებს. სულ ვკითხულობთ წიგნებს და ვეცნობით სიახლეებს ფსიქოლოგიის, მენეჯმენტის, გაყიდვების, სერვისის და სხვა მიმართულებით. ტრენინგების ქართული ბაზარი მცირე ზომისაა. ამიტომ გვიწევს ისეთი თემატიკის შერჩევა, რომელსაც, ჩვენს ბაზარზე, საკმარისი მომხმარებელი გამოუჩნდება. ვგეგმავთ სიახლეებს, ვესაუბრებით ჩვენს დამკვეთებს, ვიკვლევთ ბაზარს და ვიგებთ რომელი თემები იქნება საინტერესო მომავალში. თუ ბაზრის მოთხოვნაზე დაყრდნობით ქმნი პროდუქტს, შემდეგ მისი პოპულარიზაცია ძალიან ადვილია. რაც შეეხება თავად სატრენინგო კურსის მომზადებას, აქ საკმაოდ ბევრ შრომას ვდებთ. დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე სჭირდება ერთი ტრეინინგის კარგად მომზადებას. რაც გულისმობს ლიტერატურის გაცნობას, პარტნიორებთან კონსულტაციებს და სხვა სამუშაოებს. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი განვითარება ის არის, რაც შემდეგ ხდება. ტრეინინგის ჩატარების პროცესში ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი მსმენელის რეაქცია, რომელი საკითხებია მეტად დასამუშავებელი, გასაფართოებელი ან შესავიწროებელი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ, გარემოს ცვლილებასთან ერთად, ჩვენი ტრეინინგების შინაარსიც და ფორმაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დაიხვეწოს.

გაქვთ თუ არა გატაცება? რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

 

– ვისაც უნდა, მკვლევარი იყოს და საკუთარ პროფესიაში განვითარდეს, უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, სხვანაირად არ გამოვა. მართვის აკადემიაში ლექციები, ძირითადად, საღამოობით გვაქვს. ამიტომ, დღის განმავლობაში, მაქვს საშუალება წყნარად დავჯდე და წიგნი წავიკითხო. Presentatioამგვარად, ჩემი გატაცება ჩემს საქმიანობას ემთხვევა – თან ძალიან მიყვარს კითხვა და თან ამაში “მიხდიან ფულს”. ვცდილობ, თვეში 10–15 პროფესიული წიგნი წავიკითხო მაგრამ მხატვრულ ლიტერატურასაც არ გამოვრჩე. ჩვენს საქმიანობაში ხალხთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩემი მეორე “ჰობი” სწორედ ახალი ადამიანების გაცნობა და არსებულ ნაცნობებთან ურთიერთობაა. საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ხშირად ჩამოდიან ჩემთან და მეც ვცდილობ, რომ, პერიოდულად, ვესტუმრო. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, ხშირად ვსტუმრობ უნივერსიტეტებს, სკოლებს და ვკითხულობ საჯარო ლექციებს. ასევე, დაკავებული ვარ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ყოველწლიურად ვცდილობ, რაიმე წვლილი შევიტანო საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.

რა არის  დღეს ჩვენი საზოგადოების ყველზე დიდი პრობლემა?

– დღეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა არის თვითკრიტიკის და მადლიერების ნაკლებობა. მაშინ როდესაც რაღაც არ გამოდის, ჩვენ ბრალს უნდა ვეძებდეთ. ძალიან ხშირად ქართველები (და არამარტო) საკუთარ უბედურებას მხოლოდ სხვებს აბრალებენ. პირველი ნაკლი სწორედ  თვითკრიტიკის ნაკლებობაა, მეორე კი არის მადლიერების ნაკლებობა. ადამიანებს, ვინც რაღაცას მიაღწიეს, ეჩვენებათ, რომ ეს სულ თავიანთი  დამსახურებაა. „ჩემით ვისწავლე,“ ჩემით მივაღწიე.“ „არავინ დამხმარებია…“. შეგვიძლია მათ ვუთხრათ:  “ცოცხალი, რომ ხარ ეს  შენი მშობლების დამსახურებაა”, “ცოდნა მასწავლებლებისგან გაქვს მიღებული”, “ადამიანური ურთიერთობა მეგობრებისგან ისწავლე” და ა.შ. “დიახ, შენი წვლილიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო შენ არ ხარ”. როგორც კი ადამიანი ამას გაიაზრებს, მასში, წესით, მადლიერების გრძნობა უნდა გაძლიერდეს. ჩემი აზრით, მადლიერი და თვითკრიტიკული ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევს.

 

იტვირთბა....