აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენ ბომბებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ირანის მსგავსი თანამედროვე სამხედრო ძალა ასე სწრაფად არასოდეს გაუნადგურებიათ” – პიტ ჰეგსეტი

ვენ ბომბებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„არასდროს ისტორიაში ირანის მსგავსი თანამედროვე სამხედრო ძალა ასე სწრაფად არ გაუნადგურებიათ“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.

მანამდე, მედიასთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ისრაელის იერიშებმა ირანში რეჟიმის ცვლილება გამოიწვია.

„ეს არის რეჟიმის ცვლილება, რადგან ახლანდელი ლიდერები სრულიად სხვა ხალხია, ჩვენ სწორ ადამიანებთან ვსაუბრობთ და მათ შეთანხმების დადებას ძალიან სურთ. ისინი დათანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღი არასოდეს ექნებათ. ამაზე შეთანხმება მიღწეულია“, – აღნიშნა ტრამპმა.

იტვირთბა....