რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს, სალომე ასათიანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის 2 ივნისს შემდგარმა ინტერვიუმ სოციალურ ქსელში მომხმარებელთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გთავაზობთ ორ დაპირისპირებულ აზრს, რომელიც ასახავს ივანიშვილის ინტერვიუს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას.
ლევან ლორთქიფანიძე, „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი ლიდერი:
„ჟურნალისტს არ უნდა ეჩხუბო! რესპონდენტი იყო ძალიან უხეში, გაბრაზებული და აგრესიული. საშინელი სანახავი იყო მისი ქცევა.
ვინმემ ურჩიეთ, რომ კრიტიკის ატანა უნდა შეძლოს.
ვინმემ უთხარით, რომ მის კრიტიკოსთა შორის ვართ ადამიანები, რომლებიც დასანახავად ვერ ვიტანთ ენმ-ს!
ვინმემ შეახსენეთ, რომ ვარსებობთ ადამიანები, რომლებსაც განათლება, შრომა, გარემოს დაცვა და კულტურული მემკვიდრეობა საყურადღებო თემებად მიგვაჩნია (არცერთი ეს თემა მის წერილში არ მოხვდა, დასმულ კითხვებს კი არ უპასუხა).
ვინმემ დაუსაბუთეთ, რომ კრიზისში მყოფი სასამართლო სისტემის დაცვა, გირგვლიანის მოსამართლის ქომაგად ყოფნა არ ვარგა!
ისე, სალომე ასათიანთან გადაცემაში მისვლას გაბედვა უნდა, ივანიშვილის მთავარი ოპონენტი თუ მივა ინტერVIEW-ში მასაც დასამარება მოელის, უარესი … ! ვნახოთ თუ გაბედავს …“
დარეჯან ლიპარტელიანი, ჟურნალისტი, რედაქტორი:
„დამიბრუნეთ ჩემი ფული უცოდინრებო და გაიტანეთ”დ..ა” სალომე ასათიანი ეთერიდან!!!
ახლახანს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუყურებ და სრული შოკი მივიღე!!!
ასეთი, უცოდინარი, უზრდელი, სამარცხვინო და არაპროფესიონალი ჟურნალისტი, სხვა მეტი, ცხოვრებაში მე რა მინახვას…. ვერაფრით ვერ გავიგე, რა უნდოდოა და რა მიზანი ჰქონდა საზმაუწყებელს, მსგავსი არაპროფესიონალიზმი, მსგავსი მოუმზადებელი და თემისა და საკითხისადმი უპასუხისმგებლო ჟურნალისტი რომ დესვა ეთერში?! … ასეთი სამარცხვინო და მსგავსი ეთერი, ცხოვებაში არავის არ ენახოს, რაც მე ჟურნალისტ სალომე ასათიანის ქმედებებში პირდაპირ ეთერში ახლა დავინახე… ან რა კითხვები დასვი შვილოოოო, როგორ და რ კონტექსტში დასვით კითხვები, ანდა, რა შეუასაბამობა და აზრობრივი ქაოსი დაატრიალე შენსა და ინტერვიურს შორის??… ჟურნალისტის მიერ დასმული ყველა კითხვა იყო არაპროფესიონალური და უცოდინარი ადამიანის, უნიჭო ფხაკური, რომელიც თავისი არაპროფესიონალიზმის დაფარვას, ძალიან არაკომპეტენტური გზებით შეეცადა და ცდილობდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს მას უამრავი კრიტიკული შეკითხვა ჰქონდა ყოფილ პრემიერთან და ის, უსაგნო და უფუნქციო კამათში შევიდა ბიძინა ივანიშვილთან…. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მსგავსი არაპროფესიონალიზმი მართლა არცერთი არხზე არარსდროს არ მინახავს. ჟურნალისტის მსგავსი არაპროფესიონალური ქმედების გამო, თავმოყვარე არხის ხელმძღვანელობა, მინიმუმ სამსახურიდან მაინც გააგდებდა და გაათავისუფლებდა, ასეთ უცოდინარს, უპასუხისმგებლოს და არაკომპეტენტურ ჟურნალისტს!… არადა, პრინციპულ და ობიექტურ ჟურნალისტს, მართლაც რომ საინტერესო ინტერვიუ უნდა ჩაეწერა ბიძინა ივანიშვილთან, რადგანაც მისი პიროვნების მიმართ ინტერესი საზოგადოების მხრიდან დღემდე მაღალია და მითუმეტეს, ეს ინტერვიუ რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა და ჰქონდა ჟურნალისტს დრო იმისთვის რომ, კარგად მომზადებულიყო და ხალხისთვის მეტი პატივისცემა გამოეჩინა.. აფსუს რა ექსკლუზივი დამარხა და გაუშვა ხელიდან ჟურნალისტმა?!…
ქალოოო, რას იქექები ფურცლებში??? ვერ პოულობ კითხვებს?)))) საწყალი დ…ი!!!
შეგახსენებთ, რომ პირველი არხი ხალხისგან ფინანსდება და კეთილი ინებოს, უცოდინარმა და არაკომპეტენტურმა ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა და დატოვოს არხი, ხალხი და მათ შორის ქართველი ერი აფინანსებს ამ დურაკს და ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოდა შეწყვიტეთ ხალხის დაყაჩაღება, დამიბრუნეთ ჩემი ფული უცოდინრებო!!!“
შეგახსნებთ, 2 ივნისს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტ, სალომე ასათიანსა და ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილს შორის ინტერვიუ შედგა. ინტერვიუ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებსა და ყოფილი პრემიერის ღია წერილს ეხებოდა.