ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„6 წელი ვინახავდი ამ საიდუმლოს გიორგი ისაკაძეზე, მაგრამ ახლა უნდა დამეწერა“

ტელეკომპანია “მაესტროდან” გამოშვებულ გიორგი ისაკაძეს სოციალურ ქსელში  სოლიდარობას ბევრი ადამიანი უცხადებს. ჟურნალისტ ნინო ჭელიძის თქმით, რამდენიმე წლის წინ, გიორგი ისაკაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა.

“გიორგი ისაკაძეს 6 წლის წინ დასახმარებლად მივმართე. ერთ რეგიონში, მრავალშვილიან ოჯახს შიმშილით უკვდებოდა ბავშვები. მეორე დღეს სახლში მანქანა მომადგა შეპირებული დახმარების პროდუქტებით. მადლობა რომ გადავუხადე, მთხოვა არავისთვის მეთქვა და არსად დამეწერა. ექვსი წელი ვასრულებდი დანაპირებ დუმილს 🙂 მაგრამ დღეს სოლიდარობა ამ კეთილშობილ ადამიანს, რომელსაც დღემდე მხოლოდ ფეისბუქით ვიცნობ. სორი, მაგრამ უნდა დამეწერა”. – წერს ჭელიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გამოუშვა.

იტვირთბა....