გუშინ სააგენტო – kutaisitoday.com–ზე გამოქვეყნებულ მასალას გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია, სტატია მოგვითხრობდა: -( პოლიციის მაღალჩინოსნებზე და ინფორმაციულად ასახავდა სამართალდამცავთა ფიზიკურ დაპირისპირებას,) სათაურით ,, დასისხლიანებულმა სამმართველოს უფროსებმა ერთმანეთი ხელჯოხებით სცემეს“ – აღნიშნული ინფორმაცია ექსკლუზიურად, სააგენტოზე წუხელ გამოქვეყნდა, რასაც სააგენტოს თანამშრომლების მისამართით სიტყვიერი მუქარა რედაქციის მისამართით, უკვე გაისმა.
ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პროდუქტზე, რასაც სააგენტოს დაარსებიდან ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი პირნათლად ასრულებს, ჩვენი ჟურნალისტები არიან ყოველთვის იქ , სადაც მოვლენათა ეპიცენტრია, გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ პირველები.
„kutaisitoday.com-ის“ რედაქცია იმედს იტოვებს, რომ შესაბამისი უწყებები სათანადოდ მოეკიდებიან და შეისწავლიან აღნიშნულ ფაქტს, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში გამოავლენენ დამნაშავეს და კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.