„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხვალ ტელეკომპანიას სავარაუდოდ წაართმევენ. გვარამიამ მიმართა მოსამართლეებსა და იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანს. მის მიმართავს უცვლელად გთავაზობთ:
„ხვალინდელ სავარაუდო გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის წართმევის შესახებ სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვება. ხვალ სავარაუდოდ ეს სასამართლო ეცდება დაასრულოს „რუსთავი 2“. ვინც ამაში იღებს მინაწილეობას, საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის დასრულების უფლება არ მივცეთ. გამოცხადდით აქ, რომ არ დაუშვათ „რუსთავი 2“-ის ჩაქრობა, თქვენი საარჩვენო უფლების წართმევა, დაავადებული, მანიაკალური ბოდვაში მყოფი გრაფომანის, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება ამ ქვეყანაში, ამ სამი, არაადეკვატური, სამარცხვინო ქალბატონის მეშვეობით, რომლებიც ყველაფერი არიან სასამართლოს გარდა.
ივანიშვილი გაიქცევა, რადგან არჩევნებს წააგებს, თქვენ სად მიდიხართ (მოსამართლეები), როგორ დაემალებით იმ მოსამართლეებს, რომლებიც თქვენ გაგასამართლებენ.
შენ სად მიდიხარ, თეა წულუკიანო, ნამდვილად სამარცხვინო ადამიანო, არარაობავ, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე პირადი თვალსაზრისით, სად ემალები მართლმსაჯულებას. შენი დაწერილი გადაწყვეტილებები მოგრჩება უკან“ – განაცხადა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.

