ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილს პაატა ბურჭულაძის ძალიან ეშინია“

 

ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ ბიძინა ივანიშვილის 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული წერილი შეაფასა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით პაატა ბურჭულაძის პარტიის ეშინია და სწორედ ამიტომ არ ახსენა ისინი წერილში:

ეს წერილი ჩვენი აღიარების ნათელი დასტურია. ძალიან ეშინია ბიძინა ივანიშვილს და  „ქართულ ოცნებას“ ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლის და ეს წერილში დღეს აღიარა იმით, რომ არ  გვახსენა წერილში.

ივანიშვილი და მისი გუნდი“ ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას ხელოვნურად ცდილობს. ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს ეკისრებათ.“ – განაცხადა ლაზაგიძემ.

იტვირთბა....