ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტმა, ზვიად თხელიძემ, უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელში წინასწარმატყველური პოსტი გააზიარა.
ჟურნალისტმა ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ვინც დამაფასებთ, მიაწერეთ“.
პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ჟურნალისტი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.
ზვიადს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას იგი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილის 6 საათისთვის იპოვეს.