ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტის, ზვიად თხელიძის ტრაგიკული დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს:

„ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასრულებდა.

მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ზვიადის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ტელეკომპანია GDS-ს.

ალბათ, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გუშინ გარდაიცვალა. მას ხადას ხეობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი დინებამ გაიტაცა.

იტვირთბა....