ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დუშეთში, ხანდას ხეობაში 2030-ის ჟურნალისტის ცხედარი იპოვეს

დუშეთში, ხანდას ხეობაში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი 2030-ის ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხანდას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.

იტვირთბა....