საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება.
სხდომა 30 მაისს, 15:00 საათზეა დანიშნული. ამის შესახებ ინფორმაციას უშიშროების საბჭო ავრცელებს, რომლის თანახმად, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის; 2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; 3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.