aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული – ავტოავარია რუსთავის ავტობანზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილია ერთი მძღოლი და ერთი მგზავრი ქალბატონი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეა. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთმანეთს ორი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.

ავარიის შედეგად თბილისი-რუსთავის ავტობანზე მოძრაობა შეზღუდულია.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

იტვირთბა....