კასპის რაიონის სოფელ მეტეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, სადაც სამი საარჩევნო უბანია გახსნილი დარღვევა დაფიქირდა.
არასამთავრობო ორგანზიაცია “მომავლის” წარმომადგნების მტკიცებით, ერთ-ერთ უბანზე ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი აგიტაციას ეწეოდა და დაფიქსირდა ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენებაც.
საოლქო კომისიის ინფომრციაით, 10:00 საათისთვის ამომრჩევლის დაბალი აქტიურობაა – ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს მხოლოდ 5-მა პროცენტმა მიმართა.
კასპის რაიონში 2 ათას 680 ამომრჩეველი ირიცხება. მოსალხოებამ არჩევანი “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “სახალხო ხელისუფლების” კანდიდატებს შორის უნდა გააკეთოს.