ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სხვადასხვა რაიონში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 07:00 საათზე გაიხსნა.

ცესკოს ცნობით, დამკვირვებლებს, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ კენჭისყრის წინა პროცედურებს. შესაბამისად, წილისყრით ფუნქციები განაწილებულია კომისიის წევრებს შორის და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაცემულია. კენჭისყრის წინა პროცედურებს პოლიტიკური სუბიექტების 134 წარმომადგენელი და 178 დამკვირვებელი დააკვირდა.

”ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე უკვე მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. მოცემული დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს“. – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

საარჩევნო კანონდმებლობის მიხედვით, დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. გარდა ამისა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

იტვირთბა....