ახალი ამბები მთავარი სამართალი

მტკვარში გადავარდნილი მამა ბასილის მანქანა ნაპოვნია

რამდენიმე დღის წინ მტკვარში გადავარდნილი სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზონ მამა ბასილის ავტომობილი ნაპოვნია.

სავარაუდოდ, მანქანაში მამა ბასილის ცხედარია, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ მამა ბასილი 17 მაისს გაუჩინარდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისიდან ორთაჭალჰესის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილმა, სავარაუდოდ „ოპელ ასტრამ“ ორმაგი ხაზი გადაკვეთა, შემხვედრ ზოლზე გადავიდა, მდინარე მტკვრის მოაჯირი გაანგრია და წყალში გადავარდა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....