დავით კოღუაშვილი ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა ის გუნდში რჩება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
”კოღუაშვილის საკითხზე ვიმსჯელეთ. ეს არ იყო მთავარი თემა, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი იყო. ის რჩება გუნდში, მაგრამ თავად გააკეთებს განმარტებებს იმ შეფასებებთან დაკავშირებით, რაც იყო. ამ თემაზე პრემიერმაც ისაუბრა. ასე რომ, გუნდის შიგნით რა კითხვებიც იყო, დაისვა და პასუხებიც მიღებულია”. – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, დავით კუღუაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად 14 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიეს. კოღუაშვილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მერაბიშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ის გარემოებების მსხვერპლი გახდა.