ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურასთან მიმდინარე აქციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც უერთდებიან

„თავისუფალი დემოკრატების“ ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციას პროკურატურასთან რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეების გარდა,  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უერთდებიან.

აქციაზე არიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  ხელმძღვანელები. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, აქციას უერთდებიან პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრები და მხარდამჭერები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობას აპროტესტებენ.

 

იტვირთბა....