საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დატოვა.
მეჭიაურის თქმით, ის რჩება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
დღეს პარტია „ქართული ოცნების“ შეხვედრას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაურმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, სწორედ საგარეო კურსთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობა გახდა პარტიის დატოვების მიზეზი.