მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდნენ პარტიის ლიდერები. პროკურატურასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ეს არის პროტესტი უსამართლობის – იმის წინააღმდეგ, რომ ამ ქვეყანაში სამხედრო სამსახური ისჯება”. – განუცხადა ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
კომენტარი გააკეთა „თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც.
„დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის, მხარდაჭერის აქცია 5 უდანაშაულო ადამიანისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. მათ ჩვენგან სჭირდებათ გამხნევება, სჭირდებათ იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან, ეს ადამიანები უდანაშაულოდ იყვნენ ციხეში. ვაპირებ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას მივმართო და ვისაუბრო, თუ რამ მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე, რომ ვაპროტესტებთ უსამართლობას ამ ქვეყანაში“.- განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, „თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობას აპროტესტებენ.