ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარ საზარელ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდეს.
”პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და თანავუგრძნო მათ. რა თქმა უნდა ამ ტკივილს არაფერი შეავსებს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ საზარელ ფაქტს მიეცეს როგორც შესაბამისი შეფასება, ასევე მოხდეს სამართლებრივი რეაგირება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

ჩვენ ევროკავშირის მონიტორნგის მისია თავიდანვე ჩავრთეთ ამ პროცესში, ასევე ჩავრთეთ ყველა საერთაშორისო ფორმატი. ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, რომ შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე”. – განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია.

იტვირთბა....