დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ „ვარდების მოედანს“ ძველი სახელწოდება – „რესპუბლიკის მოედანი“ უნდა დაუბრუნდეს.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, ეს საკრებულოს კომპეტენციაა და საკრებულო დადგენილი წესით, აღნიშნულ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ამ საკითხის განხილვა თბილისის საკრებულოს კომპეტენციაა. შესაბამისად, დადგენილი წესით დედაქალაქის საკრებულო განიხილავს ამ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემი პოზიციაა, რომ უნდა გადაერქვას“, – განაცხადა ნარმანიამ.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრი თედო კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვარდების მოედანს რესპუბლიკის მოედანი დაერქვას.