ახალი ამბები მთავარი სამართალი

შოთაძე: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია.

ამის შესახებ განცხადება ირაკლი შოთაძემ “იმედის” ეთერში გააკეთა. თუმცა, მას მკვლელის შესახებ კონკრეტულად არ უსაუბრია.

”დადგენილია კონკრეტულად ამ მკვლელობის ჩამდენი პიროვნება. უახლოეს დღეებში მივიღებთ ამ საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ.” – განაცხადა შოთაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია.

იტვირთბა....