“ქართულ ოცნებას” თუ დასჭირდება ისევ სიამოვნებით ვიქნები მისი სახე”.-ეს განცხადება, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა.
დოლიძემ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წელიც შეაჯამა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში აღარ არის, ადამიანებს აღარ უვარდებიან სახლებში და აღარ “აპატიმრებენ საცვლების ამარა”.
რეჟისორი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჩუმმა ქველმოქმედებამ გადაარჩინა ბევრი ოჯახი.