“მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ თუ “ქართული ოცნების” წევრ თამაზ მეჭიაურს “მრეწველებში” გაერთიანება მოუნდება მზად არის მიიღოს პარტიაში. თოფაძის შეფასებით, მეჭიაური შესანიშნავი სპეციალისტი, საქართველოს პატრიოტია, რომელსაც არასოდეს შეუცვლია საკუთარი პოზიცია.
“ბოლო ერთი კვირაა ყველა თამაზ მეჭიაურს აკრიტიკებს. ის არის შესანიშნავი სპეციალისტი, საქართველოს პატრიოტი და არასოდეს, საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია. ყოველთვის თავისი ქვეყნის სასიკეთო აზრებს გამოთქვამდა. არის პრინციპული ადამიანი და თუკი თამაზი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენგან იყაროს კენჭი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებთ მის თხოვნას. ჩვენ თანამოაზრეები ვართ ამ საკითხში, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თამაზი იყოს ჩვენს გვერდში. ასეთი ქართველი პატრიოტები უნდა იყვნენ პარლამენტში და არა ისინი, ვისაც ჩვენ კოსმოპოლიტებს ვეძახით და უცხოელების გრანტებით გაზულუქებულები აწვებიან თავისას”. – ამბობს თოფაძე.
შეგახსენებებთ, მეჭიაურის “ქართულ ოცნებაში” ყოფნა არ ყოფნის საკითხი საგარეო კურსთან დაკავშირებით მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება. მეჭიაურმა ღიად განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.