საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ონლაინ სესხებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკს გარკვეული რეგულაციები აქვს მომზადებული და ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან:
“უახლოეს პერიოდში მოხდება ამ საკითხის ინიცირება. ონლაინ სესხებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ყველა ტიპის ინფორმაცია ღია უნდა იყოს პოტენციური მსესხებლისთვის”,- აღნიშნა ხადურმა.