aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას სთავაზობს ცირა კობიაშვილს ”ვოგის” რედაქტორი: „მე მიკ ჯაგერთან ვმუშაობდი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„X ფაქტორის“ ერთ-ერთი კონკურსანტის, ცირა კობიაშვილის დედა, ჟურნალისტი თათია პაჭკორია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკაში ”ვაშინგტონ პოსტის” ყოფილი ჟურნალისტი და ”ვოგის” ერთ-ერთი რედაქტორი სტეფანია მენსფილდი ცირას მონაცემებით დაინტერესდა.

”ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტის და ”ვოგის” რედაქტორი სტეფანია მენსფილდის წერილი:

„მიმუშავია ჰოლივუდის ტალანტებთან. აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქალიშვილით. ის ზღაპრული და ბრწყინვალე მომღერალია. წლების განმავლობაში მიმუშავია მიკ ჯაგერთან, შანია თვეინთან და სხვებთან. როცა „იუთუბზე“ ვნახე ქართული „X ფაქტორის“ ვიდეო, აღვფრთოვანდი ცირას სილამაზით და ტალანტით. ის ნიჭიერი შემსრულებელია. ვფიქრობ მას დიდი მომავალი ელის შეერთებულ შტატებში.

თუ თანახმა ხართ, მე მოხარული ვიქნები ვიყო მისი აგენტი და მენეჯერი მუსიკალურ ინდუსტრიაში. ხოლო თუ ის გადაწყვეტს იყოს მსახიობი, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივაღებინებთ მონაწილეობას ფილმებსა და სატელევიზიო პროექტებში.

საუკეთესო სურვილებით და ერთად მუშაობის იმედით.“

ცირას დედა, თათია პაჭკორია ამ წერილის შესახებ წერს:

”ისე, რა არის ცხოვრება, გუშინ სიცოცხლე არ მინდოდა ისეთი გულდაწყვეტილი ვიყავი…. თავი ძლიერი მეგონა, მაგრამ არა ძალიან დავითრგუნე…. რაღაც შანსი მაინც გააჩინა ამ პროექტმა, შესაძლოა დიდი შანსიც, შესაძლოა არც არაფერი, მაგრამ ადამიანი გაგანადგურებს და ადამიანი გიშველის….

ნახევარი საათის წინ ჩემს მეილზე წერილი მოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ ამერიკის შეერთებული  შტატებიდან იუთუბზე ცირას ვიდეობის ნახვის შემდეგ ასეთი შეფასება მივიღეთ…. ყველას დიდი მადლობა… მიყვარხართ ძალიან.

დიდი მადლობა მეგობრებო, ქართველებო… ხომ იცით თქვენი დამოკიდებულება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ ამ წერილმა იმდენი სიცოცხლე მომიმატა, რაც გასული 2 დღეა დამაკლდა…

არაფერი არ ღირს ადამიანებო იმ ბოღმის ნიაღვრად, რამაც ერთი კონკურსის შემდეგ კინაღამ წაგვლეკა. ცხოვრებაში არავის ადგილი არ დამიკავებია და არც ჩემი შვილი დაიკავებს….

ყველას თავის ტაში აქვს და ამ ტაშისთვის დაუზოგავი შრომაა საჭირო…. დიდი მადლობა ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც ჩემი მეილი მიაწოდეს სტეფანია მანსფილდს… დიდი მადლობა მას. ყველაფერს გავაკეთებ თანხის მოსაძიებლად რომ ვცადოთ ბედი….აუცილებლად უნდა ვცადოთ.”.

შეგახსენებთ ”იქს ფაქტორში” ცირა კობიაშვილის გამოსვლას, მასა და სოფო ნიჟარაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

”ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტის და ”ვოგის” რედაქტორი სტეფანია მენსფილდის წერილი:

 

stephanie mansfield

To Tatia.pachkoria@yahoo.com May 19 at 11:47 PM

Dear Tatia,

My name is Stephanie Mansfield. I am a former Washington Post reporter, contributing editor for Vogue and GQ.

I have worked with talent in Hollywood. I am amazed at your daughter. She’s a fabulous singer, and gorgeous. I have worked with Mick Jagger, Shania Twain and others over the years (including Bruce Springsteen.)

When I saw the video on YouTube regarding Georgian X Factor, I was amazed at Cira’s beauty and talent. She is a gifted performer. I think she has a great future in the United States.

If you are willing, I am more than happy to try and get her an agent and manager in the music industry, and perhaps if she would like to become an actress, we can certainly get her auditions for television and film projects.

We wish her the best, and hope we can work together.

Kind regards,

Stephanie Mansfield

იტვირთბა....