“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები განმარტავენ, უწყება 10 მილიონამდე ლარის დახარჯვას იმ სახელმძღვანელოებისთვის გეგმავს, რომლებიც ახალი სტანდარტების მიღების გამო შემდეგი წლისთვის გამოუსადეგარი იქნება.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ სამინიტროს სახელმძღვანელოების გრიფირება 2015 წელს უნდა დაესრულებინა, რეალურად კი პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.
„ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს სახელმძღვანელოების გრიფირება. ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2014 წელს, ამ დროს უნდა მომხდარიყო გრიფირების კონკურსი,შემდეგ ტენდერი და ეს პროცესი დღესაც არ არის დაწყებული“ -განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა.