ჯანდაცვა

ჯენიფერ ენისტონის და ვიქტორია ბექჰემის დიეტა: – 7 კგ 17 დღეში

მსახიობი და მომღერალი, რომლებიც ამ დიეტას იცავენ, აცხადებენ, რომ დიეტით  7 კილოგრამამდე იკლებენ  17 დღეში.

აღწერა: დასაშვებია ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები და იშვიათად – მწვანე სალათა. საერთო კალორიულობა არაუმეტეს 1000 კალორიისა დღე-ღამეში.

პირველი დღე – საუზმე: შავი ყავა; სადილი: 2 მოხარშული მთლიანი კვერცხი. ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი ან 1 პომიდორი; ვახშამი: მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.

მეორე დღე – საუზმე: შავი ყავა და ორცხობილა; სადილი: მორახშული ან შემწვარი თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით; ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ჭიქა კეფირი.

მესამე დღე – საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, მოხარშული სამი დიდი სტაფილო მცენარეული ზეთით, ვახშამი: ვაშლები.

მეოთხე დღე – საუზმე: უმი, გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით; სადილი: დიდი თევზი (500 გრ), მოხარშული ან შემწვარი, ჭიქა პომიდვრის წვენი; ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.

მეხუთე დღე – საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 დიდი ძირი ოხრახუში მცენარეულ ზეთში შემწვარი, ვაშლები; ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ქორფა კომბოსტოს სალათა ზეთით.

მეექვსე დღე – საუზმე: შავი ყავა; სადილი: 500 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი; ვახშამი: ნებისმიერი რაციონი წინა დღეებიდან, გარდა მესამე დღისა.

 

მერვე დღიდან დიეტა მეორდება.

იტვირთბა....