ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიდევ ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს

თბილისის კიდევ ერთი, 144-ე  ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების მიზეზად ფინანსური დარღვევები სახელდება, რასაც ბაღში არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

დირექტორის გათავისუფლება აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა გააპროტესტეს, ისინი დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 4 ბაგა-ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს. ისინიც თვლიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

იტვირთბა....