ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან: რომელი საგნით იწყება მე-12 კლასელებისთვის გამოცდები

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ „გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

მისი თქით, გამოსაშვები გამოცდები ხვალ, 9:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.  საერთო ჯამში კი მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ: ქართული, უცხოური ენები, ისტორია, მათემატიკა.

ამასთან მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან გამოცდაზე გამოცხადება ვერ შეძლეს, საშუალება მიეცემათ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება. რაც შეეხება ბარიერს, ის  არ შეცვლილა და ისევ 5.5-ია. მისი თქმით,  დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გამოცდები 25 მაისს დასარულდება.

გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 46 000-ზე მეტი მოსწავლე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ მე-12 კლასელმა რომელიმე გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა, ეროვნულ გამოცდაზე არ დაიშვება.

 

იტვირთბა....