ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბინალი ილდიმირი წარადგინეს

 

თურქეთის მმართველმა პარტიამ ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბინალი ილდიმირი ოფიციალურად წარადგინა. ის ამჟამად ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრია და პირობას დებს, რომ ტერორიზმის საფრთხეებს შეებრძოლება.

ახალი მინისტრთა კაბინეტი თურქეთში ორშაბათს დასახელდება. მანამდე კი პოსტიდან მიმავალი პრემიერი დავუთოღლუ ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ 4 მაისს გადადგა. დავუთოღლუს გადადგომის მიზეზი პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირება გახდა.

 

 

იტვირთბა....