რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული სტატიით, სათაურით, „სად წავიდეთ სიმპატიური კაცების სანახავად?“, მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური მამაკაცების ხუთეულში საქართველო პირველ ადგილზეა.
სტატიას მთავარ ფოტოდ მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ფოტო ადევს.
„ოხ ეს ვნებიანი, ტემპერამენტიანი ქართველი მამაკაცები. მათი შეშლილი ინტერესები ზოგჯერ გაშინებს, მაგრამ ძირითადად მაგნიტივით იზიდავს ქალებს.
სიყვარული და სექსი, ოჯახი და ბავშვები, მადლიერება და ტალანტი – ეს სერიალის მოკლე შინაარსი კი არა ქართველი მამაკაცის პორტრეტია. ამ ყველაფერს დამატებული საცივი და გიჟური ვნება და თქვენ მიიღებთ ნამდვილ ქართველ მამაკაცს.“ – წერს გამოცემა „ტოჩკა თრეველი“.
ქართველებთან ერთად ხუთეულში მოხვდნენ: ავსტრალიელი, ესპანელი, ჰოლანდიელი და შვეიცარიელი კაცები.