ვერძი – უჩვეულობა
შეიძლება ვერძმა ბედნიერმა დაიძინოს და დილით აღმოაჩინოს, რომ მის პარტნიორს უამრავი ნაკლი და საშინელი ხასიათი აქვს. ამის გამო შეიძლება მან უარიც კი თქვას ურთიერთობის გაგრძელებაზე.
კურო – გადაწყვეტილების მირების გაჭიანურება
კურო ქალებს ხანდახან ისე უჭირთ გადაწყვიტილების მიღება, რომ სანამ პარტნიორი იარაღის ძალით არ აიძულებს მას ამ ნაბიჯის გადადგმას, მანამ ინდიფერენტულობას იჩენს.
ტყუპი – უგუნებობა
ტყუპი საკმაოდ მგრძნობიარე ნიშანია. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ტყუპთან ურთიერთობა, არ დაავიწყდება მისი საფირმო მზერა, რომლითაც გეკითებათ-რამე ხომ არ შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში.
კირჩხიბი – ყველაფერზე თვალების დახუჭვა
კიბოები მოსიყვარულე და ნაზები არიან, მაგრამ მათ ნამდვილი სიყვარულის პოვნაში ხელს სწორედ ეს უშლით. კიბოებს შეუძლიათ თვალები დახუჭონ პარტნიორის ყველა უღირს საქციელზე და ეს ჩვეულებრივ ქმედებად ჩათვალონ.
ლომი – ზერელე დამოკიდებულება
ლომს დიდად არ ანაღვლებს როგორი პარტნიორი ჰყავს. მთავარია კომფორტულად გრძნობდეს თავს. სამაგიეროდ, როგორც კი სხვისკენ გაუწევს გული, არც რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოერიდება.
ქალწული – მორიდება
ქალწულებს თავისი სამყარო აქვთ, სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. საკმარისია ეს კომფორტი პარტნიორის ხვრინვამ დაარღვიოს, რომ მაშინვე რადიკალურ ზომებს მიმართავს. ეს გადაწყვეტილება კი თავისი ჩვეული სიცილით შეუძლია მიიღოს.
სასწორი – ზედმეტი მოთმინების უნარი
სასწორებს უსასრულოდ შეუძიათ მოთმენა. როდესაც ვინმე უყვარდებათ, მთლიან მზრუნველობას იღებენ მასზე. ასე მოქცევას მაშინაც კი აგრძელებენ, როდესაც პარტნიორთან ურთიერთობას ამთავრებენ.
მორიელი – ზედმეტი ამბიციურობა
როდესაც მორიელს რამე არ მოსწონს ურთიერთობაში უხმაუროდ და უჩუმრად ტოვებს ”ბრძოლის ველს”. რადგან თვლის, რომ ნერვების მოშლად არ ღირს წვრილმანები.
მშვილდოსანი – ზედმეტი დაკვირვებულობა
მშვილდოსნები, როგორც წესი ძალიან დაკავებულები არიან- შესაბამისად ყველაფერს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. შესაძლოა სახლში სრული ალიაქოთი გქონდეთ, მაგრამ მშვილდოსანს ეს სულ არ ანაღვლებდეს. სამაგიეროდ, მთავარია რაიმე უმნიშვნელო არ მოეწონოს ურთიერთობაში, რომ მაშინვე თვალთვალის რეჟიმზე გადადის.
თხის რქა – დაბალი თვითშეფასება
როგორც კი ურთიერთობაში რამე არ მოსწონს, თხის რქა ყველაფერს თავის თავს აბრალებს და იმისთვის რომ სრულ კომფორტში დატოვოს პარტნიორი, თავად მიდის მისგან მშვიდად და აუღელვებლად. რადგან მას ჯერ კიდევ ბავშვობაში ასწავლეს, რომ გადაწყვეტილებები თავად და თან დამოუკიდებლად უნდა მიეღო.
მერწყული – წყენა
მერწყულის წყენინება ძნელია, რადგან ის ზოგადად ძალიან კეთილია. მას შეუძლია უხერხული ღიმილით გამოხატოს, რომ ნაწყენია. ამ მხრივ მერწყულების პარტნიორებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ისინი ძალიან კაცთმოყვარე და მოსიყვარულე ნიშნები არიან. თუმცა მოთმინებსაც აქვს საზღვარი და თუ ერთ დღეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა, ისე გაიჯახუნებს კარს და წავა, რომ თვალს არ დაახამხამებს.
თევზები – ზედმეტად დამთმობები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს რბილი ხასიათი აქვთ და ბევრს ითმენენ. შესაბამისად, ბევრ რამეზე უწევთ თვალების დახუჭვა.
pomada.ge