ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსმა ოკუპანტებმა 31 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს

რამდენიმე წუთის წინ რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ნაბაკევში 31 წლის გიგლა ოთხოზორიას ცეცხლი გაუხსნეს.-ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს.

ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ოთხოზორიას ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლეს.

 

მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით მოქალაქეებმა ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, თუმცა კლინიკაში შეყვანის დროს ოთხოზორია უკვე გარდაცვლილი იყო. მას ავტომატიდან სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

 

ოთხოზორია ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ქვედა ბარღებში ცხოვრობდა.

„ნიუპოსტი“

იტვირთბა....