„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ უკრაინა ჩვენთან მოვა”- ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ის მიიჩენვს, რომ საქართველო და უკრაინა ადრე თუ გვიან, დსთ-ში დაბრუნდებიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუკაშენკომ ეს დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურებისა და უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ უკრაინა ჩვენთან მოვა. მას აქ ძალიან ბევრი ინტერესი აქვს. ვფიქრობ, რომ ანალოგიურად საქართველოც მოიქცევა. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ისინი დაბრუნდნენ. იქ მეტისმეტად ბევრი ადამიანია, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობისთვის მზად არის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

