ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს:

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”  აცხადებს, რომ წყლის ორგანოლეპტიკური თვისებების (სუნისა და გემოს) გამძაფრება ხანმოკლე პერიოდში წყლის ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. საქმე გვქონდა მხოლოდ გემოვნური თვისებების უმნიშვნელო ცვლილებასთან. სასმელი წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების ცვლილება არ დაფიქსირებულა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცენტრალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი აბსოლუტურად შეესაბამება სასმელი წყლის რეგლამენტის მოთხოვნებს. ცენტრალური ლაბორატორია 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, ახორცილებს, როგორც სათავე ნაგებობიდან, ასევე დედაქალაქის წყლის გამანაწილებელი ქსელის სხვადასხვა ადგილებიდან, კერძოდ, მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებიდან, ეზოებიდან, საერთო მოხმარების ონკანებიდან სინჯების აღებას და ლაბორატორიულ კვლევას.

რაც შეეხება სასმელი წყლის დამუშავების ტექნოლოგიას, წყლის გაუსნებოვნება ხდება სტანდარტულად, ქლორის საშუალებით, რაც ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მეთოდია. ქლორს ხანგრძლივი მოქმედება აქვს და სასმელი წყლის გაუსნებოვნებას სათავე ნაგებობიდან დედაქალაქის გამანაწილებელი ქსელის ბოლო წერტილამდე უზრუნველყოფს. დედაქალაქში სასმელ წყალში თავისუფალი

ქლორის რაოდენობა ნორმის ფარგლებს შეესაბამება და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

 

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სასმელი წყლის ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და აცხადებს, რომ დედაქალაქს ყოველდღე 24-საათიან რეჟიმში ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....