საზოგადოება

„შეიძლება გაბუნიას სტრატეგიაა, რომ დამჩაგროს, შემაშინოს, მაჯობოს“

მუსიკოსი დათო ფორჩხიძე ჟურნალ „სარკესთან“ „იქს ფაქტორში“ მისვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აღწერს:

„არავის გადმოვუბირებივარ. „რუსთავი 2“-ში ბევრი მეგობარი მყავს, სწორედ მათი საშუალებით შევთავაზე ჩემი თავი „იქს ფაქტორის“ ხელმძღვანელობას, პროდიუსერებს და მოვლენების განვითარებას დაველოდე, ამის შემდეგ წამოვიდა წინადადება, რომელიც დიდი ცდუნება აღმოჩნდა ჩემთვის და დავთანხმდი. როგორც ამ შოუს პროდიუსერები მენდნენ, არ ვიცი, მამაჩემიც თუ მენდობა ასე.

ვერ ვიტყვი, რომ ცუდად მიმიღეს და ვერც იმას ვიტყვი, რომ სუფრა გამიშალეს. გიორგი გაბუნიაც კარგად შემხვდა და ნიკა გვარამიაც. ნინა სუბლატთან და სოფო ნიჟარაძესთან ვმეგობრობდი. ჩემი გამოჩენით გარკვეულწილად გეგმები აერიათ. მათი კარგად მესმის.

 

გიორგი გაბუნიამ თქვა, საკითხავია, ფორჩხიძემ თავის დროზე რამდენად ღირსეულად გაიმარჯვაო.

 

გიორგის პირადად შევხვდი და მისგან სითბოც ვიგრძენი და დაფასებაც. ის შოუში ალბათ ასეთ რაღაცებს გააგრძელებს. შეიძლება ეს მისი სტრატეგიაა, რომ ასე დამჩაგროს, შემაშინოს, მაჯობოს. თუ მას მიაჩნია, რომ მე ისეთი მაგარი არ ვარ, როგორც მას სამყარო ჩემს თავს აწოდებს, მაშინ აუცილებლად შევაცვლევინებ აზრს. როდისმე აუცილებლად მეტყვის, რომ მართლა პროფესიონალი, ნიჭიერი და კარგი ადამიანი ვარ. ყველანაირად შევეცდები, რომ ეს დაინახოს“, – ამბობს ფორჩხიძე.

იტვირთბა....