„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე გადასვლას პარლამენტში მხარს არ დაუჭერენ.
კუკავა ფიქრობს, რომ ცალკეული დეპუტატები ხმის მიცემის სანაცვლოდ ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაშიც შევლენ.
„მე შემიძლია ჩემი პროგნოზი გითხრათ, 78 დეპუტატი არის დეკლარირებულად ვინც ამ პროექტს მხარს უჭერს, თუმცა ჩემი აზრით ეს პროექტი პარლამენტში 78 ხმას ვერ მიიღებს. ალბათ, ამ კენჭისყრის წინა პერიოდში ერთი 7-8 დეპუტატის საბანკო ანგარიში საგრძნობლად შეივსება, სავარაუდოდ, ეს სქემა იქნება“, – განაცხადა კუკავამ.