ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ავტოავარიას 6 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 რუსი ოფიცერი დაიღუპა და 16-ზე მეტი დაშავდა, -ამის შესახებ „რიანოვოსტი“ წერს.

გამოცემა ძალოვანი უწყების ცნობაზე დაყრდნობით იტობინება, რომ  სამხედროები ავტობუსით ცხინვალი-ყანჩავეთის მაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ხევში გადაიჩეხა.

დაშავებულები ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფებიან.

 

Qartli.Ge
Qartli.Ge
იტვირთბა....