საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, პრემიერმინისტრს არჩევნებისთვის თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს, დეპუტატები დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ. საკითხს კანონმდებლები სესიაზე მომავალ კვირას მიიღებენ.
უმრავლესობა აღნიშნულ სიახლეს დამატებითი პრობლემების თავიდან აცილების გზადს უწოდებს. რაც შეეხება უმცირესობას, როგორც „ნაციონაური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, „ეს არის შეშინებული, პატარა კაცების მოფიქრებული საკანონმდებლო ინიციატივა.“

