ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში აზერბაიჯანული კომპანიის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის  შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფინავი Ан-12 აზერბაიჯანულ ავიაკომპანია Silk Way-ს ეკუთვნოდა, რომელიც აფრენიდან მცირე დროში ჩამოვარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს შორის აზერბაიჯანის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან. აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაცია მომხდარის მიზეზს უკვე იძიებს.

იტვირთბა....