ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საჯარო ინფორმაციას ყველაზე ნაკლებად მთავრობა აქვეყნებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) მონიტორინგით გაირკვა, რომ  16 სამინისტროდან მხოლოდ 4-მა გამოაქვეყნა სავალდებულო ინფორმაციის 100%. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალს.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, სავალდებულო ინფორმაციას ყველაზე ნაკლებად მთავრობა აქვეყნებს.

“ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაღალი მაჩვენებლები ასევე აჩვენეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ – 98%, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ – 93%, იუსტიციის სამინისტრომ – 92% და ფინანსთა სამინისტრომ – 89%.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – 47%, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს – 50%, საგარეო საქმეთა სამინისტროს – 52% და სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 52%”. – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

იტვირთბა....